ჩვენ შესახებ
კლინიკა „მედჰელსი“– ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მომავალზე ზრუნვის საწინდარია!
კლინიკა „მედჰელსი“არის თქვენთვის, ქალებისთვის, რათა ვემსახუროთ თქვენს ჯანმრთელობას, ვიზრუნოთ თქვენს მომავალზე! როგორც საკუთარ სახლში მზრუნველ ადამიანებთან, კომფორტში, ხელმისაწვდომობით, მაღალი პროფესიონალიზმითა და მკურნალობის სასურველი შედეგით.
სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა იგი 2017 წელს ქალბატონ ხათუნა სოხაძის მიერ, დღემდე ასე მოდის და წარმატებით აგრძელებს აღნიშნული პრინციპების დაცვასა და მხარდაჭერას.
კლინიკა „მედჰელსი“- ქალთა სამედიცინო ცენტრი მაღალი ხარისხის ამბულატორიული მომსახურეობით, თანამედროვე ლაბორატორიული, ულტრაბგერითი კვლევებით, კომპლექსური დიაგნოსტიკითა და შედეგიანი მკურნალობით.
მიმართულებები:
- ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა -ზედამხედველობა ორსულობის მიმდინარეობაზე-ეფექტური პატრონაჟი.
- უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- გინეკოლოგიური დაავადებების (ანთებითი, არაანთებითი) დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ფონური დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ყველა სახის გინეკოლოგიური მომსახურეობა თანამედროვე მეთოდებით ამბულატორიულ პირობებში
- კლიმაქტერული პერიოდის მართვა
- ოჯახის დაგეგმვა
- კონტრაცეფციული საშუალებების სწორად შერჩევა
- საშვილოსნოშიდა კონტრაცეფცია (ჰორმონული და არაჰორმონული)
ვიზიტი:
- დერმატო-ვენეროლოგთან
- ენდოკრინოლოგთან;
- ალერგოლოგთან;
- თერაპევტთან